2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

19 წლის წინ სოხუმი დაეცა

ჩამოტვირთვა

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ასვე რიგითმა მოქალაქეებმა გვირგვინებით შეამკეს. ზუსტად 19 წლის წინ სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილეოთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. შემდეგში ყველა მათგანი დახვრიტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები