პოლიტიკა
პოლიციაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა მიმდინარეობს
2012-09-27 14:57:58
ჩამოტვირთვა
ვაკის რაიონის პოლიციაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა მიმდინარეობს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით კანონიერ ქურდებთან კავშირში ბრალდებულ ხაინდრავა დაკითხვაზე პირველი საათისთვის გამოცხადდა. სამართალდამცავების წინაშე წარდგენამდე ხაინდრავამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ბრალდებულის განცხადებით ის უახლოეს პერიოდში პარიზში ჩასვლასა და იმის გარკვევას შეეცდება თუ რატომ აგორდა მის წინააღმდეგ ანტიპიარკამპანია. გარდა ამისა გოგა ხაინდრავა აცხადებს რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ფაბრიკაციაა.
კომენტარები