მსოფლიო
პრეზიდენტმა ქუთაისის აეროპორტი გახსნა
2012-09-27 12:38:01
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მიმართვისას, ქვეყნის პირველმა პირმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მისი თქმით, თითოეული ეს პროექტი დასაქმებისა და სამუშაო ადგილების პერსპექტივას აჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება აეროპორტების მშენებლობების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო აეროპორტების სიმრავლე და ახალი კომპანიების შემოყვანა ხელს შეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო და შიდა რეისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
მიხეილ სააკაშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.
ქუთაისის აეროპორტის გახსნის ცერემონიალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც ესწრებოდა.
ახალი აეროპორტიდან დღესვე პირველი საერთაშორისო ავიარეისი დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ „ვიზ ეარმა“ კიევის მიმართულებით შეასრულა.
კომენტარები