პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანს ემუქრებიან
2012-09-26 23:05:21
ჩამოტვირთვა
"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"-ს ავტორისა და წამყვანის წინააღმდეგ მუქარა განხორციელდა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა თავად ტელეწამყვანის განცხადება, სადაც ის დახმარებას ითხოვდა.
ვინმე დიმა გოგოხია ჟორჟოლიანს ემუქრება, რომ მასზე და მის მეუღლეზე აქვს მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც ხვალ ტელეკომპანია "მეცხრე არხზე" გამოქვეყნდება.
მას შემდეგ, რაც მუქარა შვილების მისამართითაც განხორციელდა წამყვანი იძულებული გახდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიემართა.
კომენტარები