პოლიტიკა
მერაბიშვილი, ბაქრაძე და უგულავა დღეს რაჭას სტუმრობდნენ
2012-09-26 21:33:18
ჩამოტვირთვა
ის, რომ ხალხმა მომავალში უფრო მეტი სარგებელი უნდა ნახოს, დღეს რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობას მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს. დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა - ეს ის სამი პრიორიტეტული თემა იყო, რომელზეც ლიდერებმა ისაუბრეს. რეგიონის მოსახლეობას ამბროლაურის ცენტრში დღეს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართეს.
ამბროლაურში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან შესახვედრად მზადება ჯერ კიდევ დილიდან დაიწყო. ლიდერების გამოჩენამდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ქუჩა მთლიანად გადაიკეტა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მსგავსი მასშტაბის შეხვედრა რაჭაში ბოლო პერიოდში არ ყოფილა.
შეხვედრის მსვლელობისას ლიდერები შეკრებილ მოსახლეობას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც ესაუბრნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ კი ამბროლაურის ცენტრალურ ქუჩაზე, ხალხთან ერთად გაისეირნეს.
კომენტარები