პოლიტიკა
"მეოცნებეები" და პუტინის ფავორიტი კრიმინალები
2012-09-26 17:53:12
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიო მასალის მიხედვით, ქართულ პოლიტიკაში კრიმინალების ჩართულობა დასტურდება. დავით ხიზანიშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა. ის ქურდად სკაიპის საშუალებით მოანთლეს. კრიმინალების სქემის მიხედვით, ხიზანიშვილს ზეწოლა უნდა მოეხდინა ამომრჩევლებზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ამის დამადასტურებელი აუდიო მასალა შინაგამ საქმეთა სამიონსტრომ უკვე გამოაქვეყნა.
ხიზანიშვილის და ვინმე უგულავას საუბარი
ლაშა ხიზანიშვილის დავალებით მოქმედებდა ვინმე ვოვა ერემიანი, რომელსაც ხალხის „ქართული ოცნები“ მხარეს გადმობირება ევალებოდა.
ვოვა ერემიანი, ლევან რევიშვილი, კომენტიი
გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კრიმინალური ავტორიტეტი ლევან რევიშვილი უცნობ პიროვნებას ესაუბრება. საუბრიდან გამომდინარე, უცნობი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობს.
რევიშვილი და უცნობი პიროვნება
სატელეფონო საუბრებში ფიგურირებს ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი კახი კალაძე, რომელიც ამბობს რომ რვა სულ კანონიერ ქურდს შეხვდა.
კალაძე.....
ჩანაწერებში ასვე ფიგურირებს "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე. საუბარი შეეხება ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიასთან გარიგების დეტალებს. საუბარია 9 წელიწად მისჯილი ქურდის განთავისუფლებაზე.
სანიკიძე-ხაბურძანია
ვალერი ხაბურძანიმ პოსტი ვარდების რევოლუციის შემედეგაც შეინარჩუნა, თუმცა ის 2004 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ სააკაშვილმა ხაბურძანიას თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზებზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ყოფილ მინისტრს ვლადიმერ პუტინი ლობირებდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვალადიმერ პუტინთან პირველი სერიოზული კონფლიქტი ხაბურძანიას განათვისუფლებას მოჰყვა. პუტინმა ყოფილ მინისტრს „ჩემი კაცი“ უწოდა და სააკაშვილს მის დაწინაურებაზეც კი ესაუბრა. ასევე დასტურდება სანიკიძესა და ხაბურძანიას ნათესაური კავშირიც. უშიშროების მინისტრი სანიკიძის ძმის შვილის ნათლიაა.
რაც შეეხება ლაშა შუშანაშვილს, იგივე “პავლოვიჩს“, ის კანონიერი ქურდია. შუშანაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სანამ საბერძნეთში დააკავებდნენ. ის ცნობილია, როგორც ლაშა რუსთავსკი. შუშანაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცეში ზედ ჰასანის დაჯგუფებაში იერარქიით მეორე ფიგურაა. ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ის თავის ძმასთან ასევე კანონიერ ქურდთან ერთად ევროპაში გაემგზავრა და ხელმძღვანელობდა იმ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლებსაც ბრალი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილ მძიმე დანაშაულებებში ედებათ ბრალი.
შუშანაშვილი ვიაჩესლავ ივანკოვის იგივე იაპონჩოკის გადრაცვალების შემდეგ, ზედ ჰასანთან ერთად , ქართულ-რუსული ქურდული სამყაროს ლიდერად დასახელდა. მას თავის დროზე დაპირისპირება ჰქონდა ევროპაში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან. შუშანაშვილს უკავშირდება რამდენიმე კანონიერი ქურდის მკვლელობაც.
ადამიანებს, რომელებიც ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებენ აღმოჩნდა, რომ მჭიდრო კავშირი აქვთ ისეთ კრიმინალებთან როგორიც ლაშა შუშანაშვილია.
რეალობაა რომ პუტინის ფავორიტები დირექტივებს იმ პოლიტიკოსებს აძლევენ, რომელებიც “ქართული ოცნების“ რიგებს ამაგრებენ.
კომენტარები