მსოფლიო
პრესა.ჯის სკანდალური სტატია - ვისთან შუამდგომლობდა შევარდნაძე ივანიშვილს?
2012-09-26 16:47:33
ჩამოტვირთვა
ინტერნეტ გამოცემა პრესა .გე სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედვარდ შევარდნაძის მიერ დაწერილ წერილზე წერს , რომელიც ჰანს დიტრიხის სახელზეა გაგზავნილი . გამოცემის ინფორმაციით წერილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს ეხება და 2012 წლით არის დათარიღებული . „ჩემო მეგობარო ჰანს–დიტრიხ, მე არაერთხელ აღმინიშნავს ის გარემოება, თუ რა როლს თამაშობს პირადი ურთიერთობა დიდ პოლიტიკაში...“ – ასე იწყება წერილი, რომელიც გენშერმა ედვარდ შევარდნაძისგან მიიღო. შევარდნაძე გენშერს სთხოვს, უზრუნველყოს „მეგობრის“ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრები გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან.
„დღეს, მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატულ რეჟიმს, რეალური კონკურენტი გამოუჩნდა, ბიძინა ივანიშვილის სახით. ეს არის კაცი, რომელსაც მე ჩემს მეგობარს ვუწოდებ. ივანიშვილმა მოახერხა და ერთ კოალიციაში გააერთიანა აქამდე დაქსაქსული და დასუსტებული ჯანსაღი ოპოზიციური ძალები.... გთხოვთ უზრუნველყოთ ჩემი „მეგობრის“ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან.
ინტერნეტ გამოცემა პრესა გეს ინფორმაციით ედვარდ შევარდნაძეს ჰანს–დიტრიხ გენშერისგან პასუხი არ მოოსვლია . გენშერისგან უყურადღებოდ დარჩენილმა შევარდნაძემ კი მეორე, ოფიციალური წერილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის გიდო ვესტერველეს სახელზე გაგზავნა. მორიგი წერილი გამოცმის ინფორმაციით კვლავ 2012 წლის 9 სექტემბრით თარიღდება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერადაც ქართული ოცნების ლიდერთან შეხვედრების ორგანიზებას ითხოვს .
კომენტარები