2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძე, გუბაზი და კანონიერი ქურდები

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოპოზიციისა და კანონიერი ქურდების თანამშრომლობის დამადასტურებელ მორიგ მტკიცებულებებს ავრცელებს. სამართალდამცავების მიერ მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ და არჩევნებზე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ფარული ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დასტურდება “ქართული ოცნების” ლიდერების კავშირი ქურდულ სამყაროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს სამართალდამცავებმა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი დააკავეს. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შქმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ვლინდება კახი კალაძისა და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით გარიგებას აწარმოებდა ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე. შსს ავრცელებს გუბაზ სანიკიძისა და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ სთავაზობს მას ფულად ანაზღაურებას. -- ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კახი კალაძემ და გუბაზ სანიკიძემ შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს სამტრედიაში გააკეთეს და გავრცელებულ ოპერატიულ მასალას ფაბრიკაცია უწოდეს. მართალია ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ქურდულ სამყაროსთან კავშირს არ ადასტურებენ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ფაქტები მათ სიტყვებზე ბევრად მეტს ამბობს. შეგახსენებთ, რომ კალაძისა და სანიკიძის ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებამდე, გუშინ საღამოს სამართალდამცავებმა გოგა ხაინდრავასა და საფრანგეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების კავშირის დამადასტურებელი ვიდეომასალა გაავრცელეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები