მსოფლიო
კალაძის და სანიკიძის კომენატრი კანონიერ ქურდებთან კავშირზე
2012-09-26 14:44:24
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ აუდიო მასალები გამოაქვეყნა , სადაც ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი კახი კალაძე კრიმინალებთან საუბრობს. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე. საუბარი შეეხება ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან გარიგების დეტალებს.
კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. კალაძემ და სანიკიძემ ამ თემაზე კომენტარები უკვე გააკეთეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალას სიცრუე და ფაბრიკაცია უწოდეს.
კომენტარები