2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„აიტივის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის ავთანდილ თევზაძე დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერნეტტელევიზია აიტივის ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს. დაკავების შემდეგ, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა განაცხადეს, რომ ავთანდილ თევზაძე კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი იყო, რაც რეალობას არ შეესაბამება. შტაბს ხელმძღვანელობს ვინმე კაშია. რაც შეეხება თევზაძეს, ის კახა კალაძესთან დაახლოებული პირია. ჩვენი ინფორმაციით, ავთანდილ თევზაძემ კახა კალაძისგან, მხარდაჭერისა და ამომრჩევლების მოსყიდვის სანაცვლოდ, 150 ათასი დოლარი მიიღო და 150 ათასი დოლარის აღებას კიდევ ელოდებოდა. თევზაძე შევარდნაძის მთავრობისდროინდელი დეპუტატია. მის სახელს უკავშირდება 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობა. ის ეწევა ბიზნესსაქმიანობას და მატერიალურად საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები