მსოფლიო
ხაინდრავას დაკითხვა 3 საათს გაგრძელდა
2012-09-26 01:29:15
ჩამოტვირთვა
სამართალდამცავებმა გოგა ხაინდრავა დაკითხეს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით კანონიერ ქურდებთან კავშირში ბრალდებულ ხაინდრავას დაკითხვა ვაკე საბურთალოს რაიონის პროკურატურაში 3 საათს გაგრძელდა. ხაინდრავას დაკითხვას მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა. მოგვიანებით ბრალდებულმა ხაინდრავამ კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. თუმცა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან გარიგების მცდელობას უარყოფს და აცხადებს, რომ შეხვედრა მეგობრულ ხასიათს ატარებდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს დღის პირველ საათზე დაიბარეს.
კომენტარები