პოლიტიკა
საფრანგეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან გარიგებას გოგა ხაინდრავა ცდილობდა
2012-09-25 18:13:03
ჩამოტვირთვა
ფარული ვიდეომასალების მიხედვით კანონიერ ქურდებთან კავშირი გოგა ხაინდრავას ჰქონდა.
„ყოფილი ქართველი მინისტრისა და კანონიერი ქურდების შეხვედრა საფრანგეთში“ სწორედ ასეა დასათაურებული, საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადმოცემული მასალები.
სწორედ საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიიღო ქართულმა მხარემ საქართველოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
კომენტარები