2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული ოცნების აგრესია წნორის მაცხოვრებლების მიმართ

ჩამოტვირთვა

‘’ქართული ოცნების’’ აქტივისტების აგრესია საკუთარ თავზე ამჯერად წნორის მაცხოვრებლებმა გამოსცადეს. აღნისნულ ინფორმაციას და მის ამსახველ ვიდეომასალას ინტერნეტსაიტი info9.com.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით ინციდენტი შუა დღისას მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ნასვამი მეოცნებეები ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გურამ ქურხულიშვილს კოალიციის მხარდამჭერებმა მაისური შემოახიეს და ჯგუფურად ცემა დაუწყეს. დაზარალებულმა გაქცევა სცადა და თავი პრივატბანკის ფილიალს შეაფარა, თუმცა ‘’ოცნების’’ აქტივისტები ბანკში შეცვივდნენ და ქურხულიშვილის ცემა განაგრძეს. აგრესორთაგან განსაკუთრებით ნიკოლოზ კიკილაშვილი აქტიურობდა, რომელიც თავდაპირველად ჩვენს ჟურნალისტს ხელების მოტეხვით დაემუქრა, შემდეგ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ ინციდენტი დაცვის თანამშრომლებმა განმუხტეს, თუმცა დაზარალებულების ჩვენების საფუძველზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. წერს info9.com.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები