2 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გრიგოლიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ჩამოტვირთვა

‘’ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, ცესკოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. „ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა - გპასუხობთ: იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ‘’ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“, - წერს გრიგოლია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები