2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სააკაშვილი დღეს სიტყვით გამოვა

ჩამოტვირთვა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სიტყვით გამოვა . ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, დრო დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ნიუ-იორკში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს. კალანდაძის განმარტებით, სესიის ფარგლებში ქართული მხარე დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ასევე, დატვირთული იქნება ქართული დელეგაციის საქმიანობა, კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე 40-მდე შეხვედრას გამართავს როგორც თავის უცხოელ კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები