მსოფლიო
კალაძე პოლიციის ავტომობილს თავს დაესხა
2012-09-24 22:05:58
ჩამოტვირთვა
კახა კალაძე სამართალდამცავების ავტომობილს თავს დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სამტრედიიდან წასვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, აქცია-მსვლელობა მოეწყო. ახალგაზრდების მრავალრიცხვოვან აქციას ხალხი მყისიერად შეუერთდა. სამტრედიელები ქალაქში ივანიშვილის გამოჩენას აპროტესტებდნენ, რომელიც მათი აზრით, ხალხს გამუდმებით ატყუებს.
სწორედ ოლიგარქის საწინააღმდეგოდ მიმართულმა აქციამ გააღიზიანა კახა კალაძე და პოლიციელებს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი აქცია დაეშალათ, რაზეც მათგან უარი მიიღო. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საპატრულო პოლიციის ავტომობილს მივარდა, ფანჯრებზე აკაკუნებდა და აქციის დაშლას მოითხოვდა. კალაძემ პოლიციას სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამართალდამცავებს ნაძირალები უწოდა.
კომენტარები