პოლიტიკა
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო
2012-09-24 21:12:29
ჩამოტვირთვა
საარჩევნო უბნებზე ტექნიკური უზრუნველყოფისა და საარჩევნო პრეცესების მშვიდად ჩატარების მიზნით, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოკამერების ყოფნა, შესაძლოა, აიკრძალოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ფოტოსა და ვიდეოკამერების არსებობამ, შესაძლოა, ამომრჩეველი დააბნიოს და არჩევანის გაკეთების პროცესს ხელი შეუშალოს.
ცეესკოს ეს ინიციატივა ,,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა ’’გააპროტესტეს და სასტუმრო თბილისი მერიოტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, აღნიშნული ინიციატივის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლებს მუშაობაში სერიოზულად შეუშლის ხელს, რაც კიდევ უფრო ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.
ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის რეკომენდაცია, თავის დროზე, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებში ჩაიწერა.
კომენტარები