პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ სამართლებრივ წესებს არ ემორჩილება
2012-09-24 18:42:12
ჩამოტვირთვა
შენობა-ნაგებობები, ასფალტი, ძეგლები, ბიუსტები - ეს ის ადგილებია, სადაც პოლიტიკური პარტიები, წინასაარჩევნოდ, თავიანთ პოსტერებს ანთავსებენ. საარჩევნო პლაკატების გაკვრა ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
„ქართული ოცნება“ დადგენილ წესებს არ ემორჩილება და წინასაარჩევნო აგიტაციას დარღვევებით ახორციელებს. აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია 41 ნომრით არის აჭრელებული.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია, თუმცა აკრძალვას ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ ემორჩილებან. უფრო მეტიც, კანონდამრღვევი პარტიის ლიდერები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ.
პლაკატების გაკვრა აკრძალულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რეაბილიტირებულ შენობებზე, ასვე სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე. იურისტების თქმით, კანონის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
თბილისის მერიამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპნიის დროს ქალაქში
საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი მიმდინარე წლის ზაფხულში დაარეგულირა. გამოიყო ადგილები, სადაც დამონტაჟდა სპეციალური სტენდები. სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეუძლია. თბილისის მერია აფრთხილებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ პოსტერების განთავსება აკრძალულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რეაბილიტირებულ შენობებზე, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერიის მიერ დადგენილ წესებსა და კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს არ ემორჩილება. დაეკისრება თუ არა პოლიტიკურ სუბიექტს გარკვეული სახის პასუხისმგებლობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშული თემით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან.
კომენტარები