2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნების“ კვალი უკანონო გარიგებებში

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა. სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის სამართალდამცავებმა გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე დააკავეს. მათი ბრალეულობის დამადასტურებელი ვიდეომასალა კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის მიზნით, საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და მათი საშუალებით ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში აღბეჭდილია, როგორ სთავაზობს ქართული ოცნების წარმომადგენელი პოლიციის თანამშრომელს 15 ათას დოლარს მეოცნებეების აქციაზე ცრუ აღიარებების გაკეთების სანაცვლოდ. ბევრად მეტი ღირს მოსამართლის ასევე ცრუ აღიარება. ნებისმიერი მოსამართლის მიერ კამერის წინ პროკურატურის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების სანაცვლოდ ქართული ოცნება მზად არის 100 ათას დოლარზე მეტი გადაიხადოს. შედარებით დაბალფასიანი, მაგრამ ქართული ოცნებისთვის არანაკლებ სასურველი გახლავთ პოლიციის მიერ დაკავებული პირის წამების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნული კადრებისთვის მეოცნებეები მზად იყვენ საკუთარი აქტივისტი წამებისთვის გაემეტებინათ, ხოლო პოლიციელს, რომელიც დაკავებულის ცემას საკუთარ თავზე აიღებდა, ქართული ოცნება 50 ათას დოლარს გადაუხდიდა. 100 ათასი დოლარი, ქვეყნიდან გაქცევის ხარჯების ანაზღაურება და პატრიოტის იმიჯის შექმნა - აი რას სთავაზობდა ქართული ოცნება მათ, ვინც ხელისუფლებისთვის რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს კამერების წინ გააკეთებდა. შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალასა და ქართული ოცნების წარმომადგენელთა ქმედებებს დღეს ბიძინა ივანიშვილმა სიცრუე უწოდა. აღსანისნავია ისიც, რომ აღნიშნული შეფასების გაკეთებისას ბიძინა ივანიშვილს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ნანახი არ ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები