მსოფლიო
ივანიშვილმა შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას სიცრუე უწოდა
2012-09-24 16:58:33
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც, უკანონო გარიგებებში, ოცნების წევრებთან ერთად, ივანიშვილის ძმიშვილი ფიგურირებს, სიცრუე უწოდა. ოლიგარქმა ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ მასალა ჯერ ნაანხი არ ჰქონდა,თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყო, რომ მისი ძმიშვილის მონაწილეობა პოლიციელების მოსყიდვის საქმეში ხელისუფლების მიერ გავრცელებული ტყუილი იყო.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილია საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები. არნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს–მ უკვე დააკავა რამდენიმე პირი. საქმეში ერთერთი ეჭვმიტანილია ივანიშვილის ძმიშვილი, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის.
კომენტარები