2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის ფაქტები გამოავლინა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მსგავსმა ქმედებებმა ხშირი ხასიათი მიიღო. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი. მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას. როგორც შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ფაქტებში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არ არის. შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები