მსოფლიო
ზაზა ადეიშვილი დაკავებულია
2012-09-24 12:25:59
ჩამოტვირთვა
ქუთაისის პოლიციამ, სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევის გამო, კახი კალაძის „იდეოლოგი“ სამტრედიაში, ზაზა ადეიშვილი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას, მანქანით მოძრაობისას ღვედი არ ეკეთა, ხოლო როცა პატრულმა მისი გაჩერება სცადა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა.
ზაზა ადეიშვილი გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიითაც. მან, ცოტა ხნის წინ, „აიტივის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოკვლევა ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის ფაქტზედაც. კახი კალაძის აგრესიული აქტივისტი ამჟამად ქუთაისის პოლიციაში იმყოფება. მას 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ზაზა ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდეს...
კომენტარები