მსოფლიო
„ამ დღეებში გაიგებთ ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას„-ვანო მერაბიშვილი
2012-09-23 15:27:32
ჩამოტვირთვა
მ დღეებში თქვენ გაიგებთ, ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს საქართველოში თავისი წესრიგის დამყარებას , –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ისნის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტებზე საუბრობდა.
"მთავარი არის ის, რომ ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით, ჩემი მეგობრების გვერდით, ამ პოლიციის შენობების გვერდით, რომელიც არის გამჭვირვალე, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასეთ უმსგავსობას უშვებდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდი გაკვეთილია.
"მაგრამ მე მიხარია ერთი რამ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და მე მგონი, ხელისუფლების ადექვატური რეაქციაც. ჩვენ შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომ ჩვენ აღარ შევურიგდებით საქართველოს უკან დაბრუნებას. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ შეუქცევადი რეფორმები არ არის, რომ თუ ჩვენს შორის, ჩვენს შიგნითაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ასეთი რამე გააკეთონ, მით უმეტეს დიდი ალბათობაა თუ ჩვენ რეფორმები არ გავაგრძელეთ და ბოლომდე არ მივიყვანეთ, ყველაფერი, შეიძლება 1 დღეში უკან დაბრუნდეს. ის ადამიანები, ვინც იმ ციხეში აწამებდნენ ხალხს, ისინი გამოვიდნენ, დაჯდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ გვერდით დაუჯდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებს და რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ ძველ დროში დაბრუნებას", -განაცხადა მერაბიშვილმა.
კომენტარები