მსოფლიო
რუსთავში „ქართული ოცნების“ წევრები დააკავეს
2012-09-22 12:45:38
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსთავის პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი დააკავა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მახარაძემ განუცხადა, მოქალაქთა დაკავება მათ მიერ საარჩევნო პლაკატების არანებადართულ ადგილებზე გაკვრა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.
„კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის მხარდამჭერები საარჩევნო პლაკატებს არანებადართულ ადგილებზე აკრავდნენ. რის შემდეგაც მათთან ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდა და კანონით დადგენილი წესები განუმარტეს, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე პირები დააკავა“,- განაცხადა მახარაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან: ლევან ონიანი, ლაშა შენგელია, თორნიკე შენგელია და ზურაბ ზურაბიანი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ძიძიგურმა განუცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას დღესვე მიაწვდის ინფორმაციას.
ამასთან, ძიძიგური ირწმუნება, რომ ლევან ონიანი იმდენად სასტიკად არის ნაცემი, რომ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს მახარაძე არ ადასტურებს.
კომენტარები