მსოფლიო
„ინფო9 ემსახურება ივანიშვილს და ქართულ ოცნებას“
2012-09-21 20:31:15
ჩამოტვირთვა
ინფო9 ემსახურება ივანიშვილს და ქართულ ოცნებას - ეს სიტყვები ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აიტივისთან საუბრის დროს წარმოთქვა. გელაშვილმა აიტივის გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ ის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ჟურნალისტმა მაჟორიტრობის კანდიდატს ჰკითხა, ვის ემსახურებოდა ინფო9, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ ინფო 9 ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ემსახურებოდა.
ელიაშვილების საინფორმაციო სააგენტო რომ ფსევდოობიექტური მედიასაშუალება იყო, ეს არაერთხელ მათივე საქმიანობით დადასტურდა. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხოტბა მათი მუშაობის მთავარი ხაზია. თუმცა ამაში გასაკვირი აღარაფერია, მეოცნებე მაჟორიტარები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ინფო9 მათს სამსახურშია.
კომენტარები