2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ტყუილის პოლიტიკას განაგრძობს

ჩამოტვირთვა

„ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეზინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მერაბ ჯანელიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებდა. ამან სამტრედიელების უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხს ჯანელიძის იმედი აქვს, მისი სჯერა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ დეზინფორმაციამ ყველა შეაშფოთა. მერაბ ჯანელიძე ის ადამიანია, რომელიც ყველა სამტრედიელის ოჯახშია ნამყოფი. ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მასზე ყველა მადლიერებითა და სიყვარულით ლაპარაკობს. აიტივი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. მერაბ ჯანელიძემ კანდიდატურის მოხსნა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ კონკურენტი პარტია გაუმართლებელი მეთოდებით იბრძვის. ჯანელიძის თქმით, ის ყოველთვის ხალხის სამსახურში იდგება და მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. აიტივიმ კომენტარისთვის ქართული ოცნების სამტრედიის შტაბსაც დაუკავშირდა. პარტიის ოფისში მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ცოტნე შენგელია დახვდათ. წარსულში ნასამართლევი შენგელია აიტივის კამერას გაექცა. სხვა მეოცნებეები ჟურნალისტსა და ოპერატორს ოფისისი მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. აიტივის ჟურნალისტს იქ ყოფნის კანონიერი უფლება ჰქონდა, ვინაიდან ქუჩა საზოგადიებრივი ადგილია და არა კერძო საკუთრება. აიტივი სამტრედიაში ქართული ოცნების მეორე ოფისსაც ეწვია. პარტიის ლიდერები და შტაბის პირველი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ ვინ და რატომ ავრცელებდა ჯანელიძის შესახებ ცრუ ინფორმაციას. „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონკურენტი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ შავი პიარის მანქანა აამუშავა. თუმცა მერაბ ჯანელიძე უკვე 18 წელია ხალხის სამსახურში დგას და ამგვარი მეთოდებით მებრძოლი პოლიტიკოსობის მოსურნე სუბიექტები მისადმი საზოგადოების ნდობას ვერ შეასუსტებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები