პოლიტიკა
გლდანის ციხეში სიტუაცია შედარებით სტაბილურია
2012-09-21 02:04:46
ჩამოტვირთვა
გლდანის ციხეში სიტუაცია შედარებით სტაბილურია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი აფციაურმა, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ციხეში მოინახულა პატიმრები, რომლებსაც უკვე ადამიანურად ექცევიან, ასევე მათ მისცეს ლოგინზე წამოწოლის საშუალება, სიგარეტის მოწევის უფლება, აღარ აიძულებენ თავი ჩაღუნული და ხელები ზურგს უკან ჰქონდეთ.
ლალი აფციაურის განცხადებით, მან საპატიმროებიც დაათვალიერა და პატიმრებმა მიუთითეს, თუ სად იყო კარცერი, სადაც, ადვოკატის თქმით, ნორმალური სიტუაციაა. აფციაურის განცხადებით, საპყრობილის პერიმეტრს შსს-ს ქვედანაყოფები იცავენ. საპყრობილეში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ძალოვანები იმყოფებიან.
კომენტარები