მსოფლიო
ინცინდენტი გლდანის მე-8 საპყრობილესთან
2012-09-20 20:53:37
ჩამოტვირთვა
გლდანის მე–8 საპყრობილესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა ქვები დაუშინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილებს, მათ ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის ციხის საბადრაგოს უფროსს თემურ ქერდოყაშვილს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილი გლდანის ციხეს ტოვებდა, რომლებსაც წინ გადაუდგნენ ციხის შესასვლელთან ეკრებილი მოქალაქეები. მათ ქვების სროლით ავტომობილებს ჩაუმსხვრიეს შუშები. თემურ ქერდოყაშვილი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო.
პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. მათ საბადრაგოს უფროსს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისათვის გლდანის ციხესთან სიტუაცია განიმუხტა.
კომენტარები