2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

" პატიმრებისგან შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მომისმენია"

ჩამოტვირთვა

გლდანის ციხიდან გამოსული ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პატიმრებისგან არ მოუსმენია ინფორმაცია თითქოს ისინი შიმშილობის დაწყებას აპირებენ, - ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. აქვე მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დაწესებულების ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. რაც შეეხება ზოგადად პატიმრების მდგომარეობას, ნიკოლაიშვილის თქმით, ყველა ადვოკატი მხოლოდ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება და საერთო მდგომარეობა გლდანის მე-8 საპყრობილეში როგორია, ვერც ერთი ადვოკატი ვერ იტყვის. მისი თქმით, მან მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ასევე, ფლობს ინფორმაციას მათ შესახებაც, ვინც მისმა კოლეგებმა მოინახულეს და მათ არ უთქვამთ არაფერი რომელიმე პატიმრის გარდაცვალებაზე ან ცემაზე. მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიეწოდებოდა წყალი და დახურლი იყო დარაბები. როგორც ნიკოლაიშვილმა განაცხადა, პატიმრებს ახლა წყალი მიეწოდებათ, დარაბები კი იმ დღეს დახურეს, როდესაც არეულობები დაიწყო, თუმცა, მალევე გახსნეს. რაც შეეხება რადიოს, რომლის მოსმენის საშუალებაც მათ არ ჰქონდათ, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაურთეს. პატიმრების ახლობლებმა ნიკოლაიშვილს კითხვა დაუსვეს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც, თუმცა, ადვოკატმა უპასუხა, რომ მისი ბედი მისთვის უცნობია, რადგან ცოტნე გამსახურდია არ უნახავს. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არიან პატიმრები დაშინებულები და ამის გამო ხომ არ ამბობენ, რომ მათზე არ ხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფები ენდობიან და დარწმუნებულია, ამას არ დაუმალავდნენ. "ასეთ სიტუაციაში პანიკა და ჭორი ხშირად ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია ხალხმა თავისი ახლობლები ნახოს და მეორეს მხრივ, ვინმე ოფიციალურმა პირმა მიაწოდოთ მათY ინფორმაცია", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები