მსოფლიო
სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუში დაინიშნა
2012-09-20 16:58:36
ჩამოტვირთვა
მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისგან მინისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო.
ახალი მინისტრის თქმით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა სისტემაში ერთადერთი პრობლემა არ არის. "მთლიანად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობას და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დავიწყებ. "აუცილებელია, სისტემის დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს დამატებითი რესურსების მოზიდვა. ვიზრუნებ, რომ გაიზარდოს პრობაციის სერვისის მუშაობა და პატიმრების რიცხვი შემცირდეს. - აღნიშნა ტუღუშმა.
კომენტარები