მსოფლიო
მთავარ პროკურატურაში ბრალდებულების დაკითხვა გრძელდება
2012-09-20 16:02:02
ჩამოტვირთვა
არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე ამჟამად ის 9 პიროვნება იმყოფება, რომლებიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში მუშაობდნენ. დაკავებულები მოწმის სტატუსით იკითხებიან.
დღესვე პროკურატურამ პატიმართა წამებაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირზე განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 სექტემბერს, გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ ერთი დამნაშავე, გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.
აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 11 მოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა. ზემოაღნიშნული შუმდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მე-8 საპყრობილის დაკავებულ თანამშრომლებს წარედგინათ ბრალდება 144( პრიმა) მუხლით (წამება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ბრალდებულებს 9-დან 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ; ხოლო 144(3) (ას ორმოცდაოთხი ტერცია) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობა) ჩადენაში ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები