2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

ჩამოტვირთვა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო. როგორც მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, ამ ეტაპზე ფირების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის #8 საპყრობილეში. მისივე თქმით, ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ორი სახის დანაშაული იკვეთება – ერთი სისტემური და მეორე - ანგარებითი. ზოდელავას განმარტებით, ე.წ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი ამ სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რომ ის შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცა. როგორც ზოდელავამ აღნიშნა, ბედუკაძე-ფურცხვანიძე ამ მესამე პირთან ელიზბარაშვილი-თამაზაშვილის მეშვეობით თანამშრომლობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები