პოლიტიკა
ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
2012-09-20 15:39:34
ჩამოტვირთვა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
როგორც მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, ამ ეტაპზე ფირების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის #8 საპყრობილეში.
მისივე თქმით, ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ორი სახის დანაშაული იკვეთება – ერთი სისტემური და მეორე - ანგარებითი.
ზოდელავას განმარტებით, ე.წ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი ამ სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რომ ის შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცა.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, ბედუკაძე-ფურცხვანიძე ამ მესამე პირთან ელიზბარაშვილი-თამაზაშვილის მეშვეობით თანამშრომლობდნენ.
კომენტარები