პოლიტიკა
კალაძის პოსტერი კორპუსის კედელზე უკანონოდ გააკრეს
2012-09-20 14:50:50
ჩამოტვირთვა
სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერის ბანერი უკანონოდ არის განთავსებული. ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ. მათი თქმით, კალაძის ბანერის განთავსების ნებართვისთვის გამგეობისათვის ოფიციალურად არავის მიუმართავს. ვაჟა გეგეშიძის განცხადებით, კორპუსის მზიდ კედელზე პოსტერის განთავსება ბინაში მცხოვრები ყველა ადამიანის ნებართვის შემდეგ ხდება და ამისათვის მხლოდ ერთი ადამიანის თანხმობა არასაკმარისია.
აიტივი ვითარების გარკვევას შეეცადა. ჟურნალისტი სამტრედიის „ოცნების“ ოფისში მივიდა, სადაც თამაზ თევზაძემ განუცხადა, რომ კახი კალაძის პოსტერი კანონიერად არის განთავსებული.
ქართული ოცნების თვითნებობა მხოლოს პოსტერების გაკვრაში არ გამნოიხატება. როგორც გაირკვა, სამტრედიაში ბერა ივანიშვილის კონცერტი წერეთლის ქუჩაზე მდებარე იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მის ნაცვლად კოსტავას ქუჩაზე, ეგრედწოდებული ხედეკეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამისათვის გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, რაც ასევე კანონდარღევაა.
მომხდართან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელია შეტანილი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს პროვოკაციებს მიზანმიმართულად აწყობს.
კომენტარები