მსოფლიო
ჯონდი ბაღათურიას დაჩი ცაგურიასთან შელაპარაკება მოუვიდა
2012-09-19 19:46:33
ჩამოტვირთვა
კანცელარიის წინ გამართულ აქციის ორგანიზატორებს, ოპოზიციურ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასა და ადამიანის უფლებათა დამცველ დაჩი ცაგურიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე ჯონდი ბაღათურიამ ცაგურიას პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გადანაცვლება შესთავაზა, რაზეც, ცაგურიამ უარი განუცხადა.
ცაგურიას თქმით, აქციის მონაწილეებს მთავრობის კანცელარიის წინ სურდათ დარჩენა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ოპოზიციურმა დეპუტატმა ცაგურიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც საზოგადოების მხრიდან ბაღათურიას მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მოყვა.
ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.
კომენტარები