2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან - რეპორტაჟი

ჩამოტვირთვა

,,არა წამებას’’- ამ სახელწოდებით საპროტესო აქცია გამართეს დღეს თბილისის სახელმწიფო და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მოგვიანებით მათ უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც გია ჭანტურიასთან შეხვედრა და პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის პირდაპირ ეთერში გაშვება მოითხოვეს. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სტუდენტებმა ტელევიზიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ისინი აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. მოგვიანებით სტუდენტური თვითმართველობის სამი წარმომადგენელი მაუწყებლის შენობაში გია ჭანტურიასთან შესახვედრად შეიყვანეს, სადაც შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თვითმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გია ჭანტურია აქციის მონაწილეებთან გავიდნენ. დღევანდელ საპროტესტო აქციას ჟურნალისტი ეკა კვესიტაძეც შეუერთდა. აქციაზე ,,უცნობი’’ და ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებიც მივიდნენ. ხალხმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პრობაციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან გადაინაცვლა, სადაც აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები