პოლიტიკა
პრეზიდენტის საგანგებო თათბირი
2012-09-19 16:37:53
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს მისცა.
სააკაშვილის განცხადებით უწყების რეფორმირება რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს.
როგორც პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, სასჯელასრულების სამინისტრო ისეთივე წარმატებული უნდა იყოს, როგორც პოლიციის რეფორმა. თავის მხრივ ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით და შემდგომ განხორციელებულ ღონისძიებებზე სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე გააკეთა.
კომენტარები