2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭიაბერაშვილი პატიმრის წამების ფაქტს გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ხაშურში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად იქნება დასჯილი. „კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მიეზღვება, ადამიანების ცემისთვის, წამებისთვის და ღირსების შელახვისთვის. საქართველოში კანონი იკანონებს და როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა ადამიანი კანონის მიხედვით იქნება დასჯილი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები