პოლიტიკა
მერაბიშვილი: პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირი დაპატიმრებულია ან ძებნაში იმყოფება
2012-09-19 12:27:19
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, ხაშურში გამართულ მთავრობის სხდომაზე, სასჯელაღსრულების სისტემაში მოხდარ პატიმრების წამების ფაქტებს გამოეხმაურა.
მერაბიშვილის განცხადებით, ყველა პირი, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ დაპატიმრებულია, ან ძებნაში იმყოფება.
„ჩადენილი დანაშუალი აღმაშფოთებელია. ყველა ვინც ამ სამქეშია ჩარეული დაპატიმრებულია, ან ძებნაში იმყოფება. ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულბის წინაშე.
როგორც ჩვენ პოლიციაში აღვკვეთეთ წამების ფაქტები, ისე იქნება სასჯელაღსრულების სისტემაშიც. უნდა გამოირიცხოს პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახავა ფაქტები“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
კომენტარები