2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამაზაშვილის თქმით, მასზე ზეწოლა არ ხორციელდება

ჩამოტვირთვა

გუშინ ღამით საპყრობილეში შევიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, რომლებმაც, პირველ რიგში, გლდანის საპყრობილეში მყოფი თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პატიმარმა დაადასტურა, რომ მასზე მორალური ან ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. შეგახსენებთ, გუშინ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ანაზღაურების სანაცვლოდ, ფირზე იღებდნენ პატმართა წამების ფაქტებს. ისინი დაკავშირებული იყვნენ თამაზ თამაზაშვილთან, რომელიც კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი იყო, ამჟამად სასჯელს იხდის ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ ტარების გამო. მეორე დამკვეთად სახელდება თამაზ ელიზბარაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები