2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარტიების სიის პირველ ნომრებს შორის დებატები დასრულდა

ჩამოტვირთვა

დებატები კვალიფიციური პარტიების სიის პირველ ნომრებს შორის დასრულდა. დღევანდელ დებატებში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პირველი ნომრები მონაწილეობდნენ: 1. კახა კალაძე - კოალიცია "ქართული ოცნება"; 2. გიორგი თარგამაძე - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; 3. დავით ბაქრაძე-"საქართველოს ნაციონალური მოძრაობა"; 4.შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია". "დებატები - 2012" USAID-ის, IFES-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის მიერ დადგენილი წესების თანახმად, 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც, დებატებში მონაწილე კვალიფიციური პარტიების სიის პირველი ნომრების შესავალი სიტყვის, პასუხებისა და დასკვნითი გამოსვლის რიგითობა განისაზღვრა. დებატები დღეს 20:00 საათზე დაიწყო და იგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები