პოლიტიკა
პარტიების სიის პირველ ნომრებს შორის დებატები დასრულდა
2012-09-18 22:15:17
ჩამოტვირთვა
დებატები კვალიფიციური პარტიების სიის პირველ ნომრებს შორის დასრულდა. დღევანდელ დებატებში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პირველი ნომრები მონაწილეობდნენ: 1. კახა კალაძე - კოალიცია "ქართული ოცნება"; 2. გიორგი თარგამაძე - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; 3. დავით ბაქრაძე-"საქართველოს ნაციონალური მოძრაობა"; 4.შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია".
"დებატები - 2012" USAID-ის, IFES-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია.
საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის მიერ დადგენილი წესების თანახმად, 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც, დებატებში მონაწილე კვალიფიციური პარტიების სიის პირველი ნომრების შესავალი სიტყვის, პასუხებისა და დასკვნითი გამოსვლის რიგითობა განისაზღვრა.
დებატები დღეს 20:00 საათზე დაიწყო და იგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცა.
კომენტარები