2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა კავშირი აქვს თამაზ თამაზაშვილს გლდანის ციხის სკანდალთან?

ჩამოტვირთვა

ეს გლდანის მე-8 საპყრობილედან მიღებული ოპერატიული მასალაა. ამ ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი პატიმრებს არაადამიანურად ექცეოდნენ. დანაშაულში ეჭვმიტანილები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და წამების ფაქტებს ვიდეოფირზე იღებდნენ. შინაგან საქმეთა სამინიტრო დაკავებულთა ჩვენებებს აქვეყნებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარი სასჯელაღსრულების მინისტრმაც გააკეთა. ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში იქნება ბრალდებული, მკაცრად დაისჯება. მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგინდა, რომ პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებასა და მასალის ვიდეოფირზე დაფიქსირებაში, დანაშაულში მონაწილე პირები ფულად გასამრჯელოს იღებდნენ. ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, გადაღებული კადრების დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპატიმროში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვს ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა. შეგახსენებთ, თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ, ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამაზაშვილი ქართული ოცნების წევრი იქნებოდა. კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 6 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა თამაზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას და ტარებას ითვალისწინებს. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ჯერ თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას იპოვეს პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა არნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილია ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულად სცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები