2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტმა შაორის ტბაზე ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ჩამოტვირთვა

მტერს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ტურისტული ცენტრის საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩადო და რეგიონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა. შაორის ტბასთან მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდება სასტუმრო, გაკეთდება სანაოსნო პირსები და ველოსიპედისა და საფეხმავალო ბილიკები. განვითარდება საცხენოსნო ტურიზმი და კეთილმოეწყობა პლაჟიც. კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები