2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში დაბა ყულევშ) კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქარხნების გახსნა მთლიანად გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას. ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია "სოკარ ჯორჯია ინვესტმენტი" აშენებს და ის 24 ჰექტარზე იქნება განთავსებული. საწარმოს მშენებლობაზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ხოლო წარმოებაში - 300ადამიანი. პროექტში 700 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. წარმოებული პროდუქცია ექსპორტის სახით საერთაშორისო ბაზრებზეც გავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები