2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„კავკასია 2012“ - ომისთვის მზადება თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა

ჩამოტვირთვა

8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი, 10 საბრძოლო გემი და კატარღა. რუსეთმა დღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნა, "კავკასია 2012"-ი, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, დაიწყო. პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად ადევნებს თვალყურს. მანევრებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც აკვირდება. საქართველოს საგარეო უწყება ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წვრთნები რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. სწავლებები ორ ეტაპად, ოთხ სხვადასხვა პოლიგონსა და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში იმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნა სექტემბერში დასრულდება. ქართველი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ვასილ ჭყოიძის შეფასებით, 2008 წლის მსაგავსად, ჩრდილოელი მეზობლისგან საომარ მოქმედებებს არ უნდა ველოდოთ. ექსპერტი რუსეთის მხრიდან სერიოზილ დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ორეტაპიანი სამხედრო წვრთნები, რომელსაც თავად ვლადიმერ პუტინი ადევნებს თვალს 23 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები