პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოში განახლებულ სკოლას ესტუმრა
2012-09-17 16:45:15
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი განახლებულ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პრეზიდენტმა სკოლის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სკოლები საქართველოს ყველა სოფელში უნდა იყოს. მისი თქმით, მოზარდებს აქ კარგად სწავლის სტიმულიც ექნებათ და გამოცდების ჩაბარებაც ბევრად გაუადვილდებათ. შიბლიანის სკოლის პირველ გაკვეთილებს მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად დაესწრო.
კომენტარები