პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან
2012-09-17 14:46:52
ჩამოტვირთვა
ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მას კოალიციის მხრიდან ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ასევე ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკანიანი.
ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
კომენტარები