მსოფლიო
"ქართული ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
2012-09-17 14:32:29
ჩამოტვირთვა
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ტელეკომპანია „რეალ TV“-ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინცინდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოხდა.
როგორც ცნობილია, გუშინ, ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ტელეხიდი გაიმართა, სადაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. „რეალ TV“-ს გადამღები ჯგუფი ზესტაფონში სწორედ იმ ადგილას მივიდა, საიდანაც ტრანსლაცია ხორციელდებოდა. ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოჩენა უსიამოვნო აღმოჩნდა „ინფო 9-ს“ ჟურნალისტის - ეკატერინე დუგლაძისთვის.
"რეალ TV“-ს ჟურნალისტის განცხადებით, ადგილზე მისული ეკატერინე დუგლაძე თავის პროფესიული მოვალეობის შესრულებას დაცვის თანამშრომლის ფუნქციასაც უთავსებდა. სწორედ დუგლაძემ გააპროტესტა ადგილზე კოლეგების მისვლა და ცდილობდა ისინი შენობაში არ შეეშვა.
ჟურნალისტის განცხადებით, ამ ინცინდენტის შემდეგ ის სამმა ადამიანმა მოშორებით გაიყვანა, სადაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტს თავში ბოთლი ჩაარტყა.
თორნიკე კოშკაძემ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ. სამართალდამცავებს აქვთ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომენტარები