მსოფლიო
ბაგრატის ტაძარი ეკურთხა
2012-09-16 14:54:25
ჩამოტვირთვა
დღეს ბაგრატის ახლად აღდგენილი ტაძარი ეკურთხა. ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით აღდგენილ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა.
წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ისინი ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.
ტაძარი ბაგრატ მესამემ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ბაგრატი მე-17 საუკუნის ბოლომდე უვნებლად იდგა, შემდეგ კი ოსმალებმა დაანგრიეს. ტაძრის აღდგენა 2009 წელს დაიწყო.
კომენტარები